საზოგადოება

რეზო გაბრიაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს

image
  • Google
  • 46
  • 2 დღის წინ

მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი რეზო გაბრიაძე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

დღეს დილიდან ანჩისხატის ტაძარში რეზო გაბრიაძის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. 

რეზო გაბრიაძე 84 წლის ასაკში 6 ივნისს გარდაიცვალა.

ის 35-ზე მეტი ფილმის ავტორია, რომელთა შორის არის „მიმინო“, "არ იდარდო“, „ქინ ძა ძა“, „შერეკილები“, „არაჩვეულებრივი გამოფენა“, „სამნი გზაზე“ და ა.შ.

როგორც მხატვარმა რეზო გაბრიაძემ მრავალ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, მხატვრის ნამუშევრები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მუზეუმებსა და კერძო კოლექციებშია დაცული.

1981 წელს რეზო გაბრიაძემ თბილისში მარიონეტების თეატრი დაარსა. რეზო გაბრიაძე მრავალი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორის არის საფრანგეთის რესპუბლიკის ხელოვნებისა და ლიტერატურის კომანდორის ორდენი, სსრკ სახელმწიფო პრემია, პრემიები – „ნიკა“, „ტრიუმფი“, „ოქროს ნიღაბი“, „ოქროს სოფიტი“, „ცარსკოსელსკაია პრემია“, შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია და ა.შ.