საზოგადოება

"რა გასაკვირია, რომ იქ უფროსმა, ღონიერმა, პატარას სიტყვით თუ ვერ გააგებინა, მივიდა და ძალა გამოიყენოს"

image
  • Google
  • 67
  • 2 დღის წინ

ბოდბელი ეპისკოპოსი ნინოწმინდის ბავშთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ თუკი პანსიონში ძალადობა ხდება, ამას შესაბამისი ფაქტები სჭირდება, დადასტურების შემთხვევაში კი დამნაშავეები დაისჯებიან.

"მე მაინც ვთვლი, რომ ადამიანი ვირი არ არის და ცემა არ არის აუცილებელი. სისულელეს, რომ ლაპარაკობენ ლამის მაცივარში გვამები და რაღაც სადისტური ისინი. ცალკეულ ადამიანებს შეიძლება, მასეთ დაწესებულებებში კი არა, გარეთ არ ჰყოფნით ნერვები. პარლამენტში არ ჰყოფნით ხოლმე და ერთმანეთს სცემენ, ურტყამენ, ხომ? რა გასაკვირია, რომ იქ უფროსმა, ღონიერმა, პატარას სიტყვით თუ ვერ გააგებინა, მივიდა და ძალა გამოიყენოს ხო?. მე თუნდაც წამორტყმას არ მივესალმები, მაგრამ როდესაც ამბობენ გაუპატიურებას, ფაქტი ხო უნდა იყოს? ვნახოთ, ფაქტი თუ იყო უმკაცრესად დაისჯებიან", - განაცხადა მეუფე იაკობმა.