პოლიტიკა

"რაც ვერ შეიგნო "ქართულმა ოცნებამ", ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით, შეაგნებინებენ ჯიბით"

image
  • Google
  • 61
  • 2 კვირის წინ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები სასამართლო სისტემის გაუმართავობასა და ხარვეზებზე დიდი ხანია მიგვითითებენ და რადგან ივანიშვილმა ეს ვერ გაიზრა, "ჯიბით შეაგნებინებენ". 

"საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული დარღევევის შესახებ, უკვე დიდი ხანია, საუბრობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მაგრამ ქვეყნისათვის სანქციის დაწესება ამ მოტივით ჯერ არ ყოფილა. ამას მოჰყვება სხვა სტრუქტურების მიერ ქვეყნისათვის ზურგის ქცევა, თუ შეიძლება ასე ითქვას და რაც ვერ შეიგნო "ქართულმა ოცნებამ", ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით, შეაგნებინებენ ჯიბით", - განაცხადა გოცირიძემ.