სამართალი

"პროკურატურას მივაწოდებ ინფორმაციას იმ ქართველებისა და აზერბაიჯანელების შესახებ, ვინც ჩემს გატაცებაში მონაწილეობდა"

image
  • Screenshot
  • 56
  • 2 კვირის წინ

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი აცხადებს, რომ მისი გატაცების შესახებ მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა იცოდა, თანხმობა კი ბიძინა ივანიშვილმა გასცა. 

"დღეს პროკურატურაში ჩვენების მისაცემად მივდივარ, უნდა მოვყვე დეტალები, რომელიც ჩემს გატაცებამდე და მის შემდეგ მოხდა. ასევე, მივაწოდებ ინფორმაციას იმ ქართველებისა და აზერბაიჯანელების შესახებ, ვინც ჩემს გატაცებაში მონაწილეობდა. ცნობილია იმ აზერბაიჯანელების ვინაობაც, ვინც ეს შეუკვეთა. საქართველოს მხრიდან ეს დაკვეთა კი შსს-მ და სასაზღვრო დეპარტამენტმა შეასრულეს. ჩემს გატაცებაში დაახლეობით 10-15 ადამიანი მონაწილეობდა. საქმის გამოძიების რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ამის შესახებ მთავრობის წევრებმა, მათ შორის გიორგი კვირიკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმაც იცოდნენ. ჩემს გატაცებაზე თანხმობა ბიძინა ივანიშვილმა გასცა. აზერბაიჯანის დაზვერვამ ჩემი გატაცების დასაგეგმად საქართველოში 11 მილიონი დოლარი დახარჯა, ხოლო 3 მილიონი პირადად ვიღაცას გადაუხადეს. ამის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთმა  აზერბაიჯანელმა მაღალჩინოსანმა მომაწოდა", - განაცხადა აფგან მუხთარლიმ.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი ჩვენების მისაცემად საქართველოში საგანგებოდ, გუშინ დაბრუნდა.