სამართალი

პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ აქტივისტს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

image
  • Front News International
  • 51
  • 1 დღის წინ

ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგე აქტივისტის სასამართლო პროცესი დასრულდა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ დავით ხუციშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

დაცვის მხარე ყოველგვარი აღმკვეთი ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა  არ დააკმაყოფილა.  

"მე თვითონ ვესწრებოდი ამ პროცესს. აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო იყო ის ბრალდება, რაც პროკურორმა დააყენა და სამწუხაროდ, ეს დაუსაბუთებელი ბრალდება მოსამართლემ გაიზიარა, დატოვა წინასწარ პატიმრობაში. სახეზეა, რომ პროცესი თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებულია და ის ვერდიკალი, რაზეც სასამართლო სისტემა დგას, აბსოლუტურად გამტარია პოლიტიკური ნების"-აცხადებს ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი. 

პროცესის პარალელურად სასამართლოსთან ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია მიმდინარეობდა.