პოლიტიკა

"პოლიტიკოსების მოსახმარი სიტყვა არაა სადღეგრძელო"

image
  • Parliament of Georgia
  • 52
  • 1 დღის წინ

"ბოდიშს ვიხდი, საწყენად არ მიიღოთ. ძალიან ხშირად ხმარობთ სიტყვა სადღეგრძელოს, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი, ვინც ამას უგვანოდ ხმარობთ, ცუდად გადღეგრძელეს, როცა დაიბადეთ, ან არასწორად დაიბადეთ ამ ქვეყანაზე და ვერ შეგეგებათ თქვენი წინამორბედი თქვენს მოვლენის გასახალისებლად და ამ სიხარულის გასანაწილებლად", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა ლადო კახაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"ამ სიტყვას დაუკვირდით ადამიანებო. პოლიტიკოსების მოსახმარი სიტყვა არაა სადღეგრძელო. სადღეგრძელოს უკან ლიტერატურაც კარგად უნდა იცოდე, ისტორიაც უნდა იცოდე, შენი საკუთარი ცოდნა მეცნიერების იმ დარგის მიმართ, რომელიც აირჩიე, თუ გაქვთ ასეთი დარგი, არ ვიცი, პირდაპირ პოლიტიკოსები გახდით კაცო სულ ყველანი. არაფერი არ გამოგივლიათ ამ ქვეყანაზე და პირდაპირ ტრიბუნასთან დადექით. ნაწილს ეხება ეს, ყველას - არა. ეს გულს ტკენს ჩემს თაობას, რომელსაც დღე და ღამე აქვს ნამუშევარი, ყველაფერი აქვს გაკეთებული, რომ მოსულიყო და საჯარო სიტყვა ეთქვა. დალოცვილიშვილები, დედის ძუძუს რძე არ შეგშრობიათ პირზე და ასეთ რამეებს ლაპარაკობთ ტელევიზიებში, საჯარო სივრცეში, როგორ შეიძლება ესა?", - განაცხადა კახაძემ.