პოლიტიკა

"პასუხისმგებლობა ყველაზეა და პროცესის გასაგრძელებლადაც ორივე მხარის ძალისხმევაა საჭირო"

image
  • Facebook
  • 68
  • 2 კვირის წინ

ევროპარლამენტარი, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი პეტრას აუსტრევიჩიუსი "იმედთან" ინტერვიუში საქართველოში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებს გამოეხმაურა. 

მან აღნიშნა, რომ ევროკავშირს არ სურს ვინმეს რამე იძულებით გააკეთებინოს და „წითელი კომისარი“ იყოს.

"ჩვენ დავიწყეთ მოლაპარაკებების ხელშეწყობა, მოვამზადეთ დოკუმენტი და რა თქმა უნდა, წინადადებების პაკეტი რომელიმე მხარის პოზიციას არ წარმოადგენს. დოკუმენტზე შეიძლებოდა მუშაობა. საკმარისი იყო პროცესი წასულიყო წინ. მე რომ ქართველი პოლიტიკოსი ვყოფილიყავი შეიძლება რამე დამემატებინა. ეს ინიციატივები შეიძლება წამოსულიყო ორივე მხრიდან. მთავარია შეთანხმების სურვილი და მზაობა იყოს და მოლაპარაკებებისთვის კლიმატის გაუმჯობესება შეიძლება. პასუხისმგებლობა ყველაზეა და პროცესის გასაგრძელებლადაც ორივე მხარის ძალისხმევაა საჭირო“, - განაცხადა აუსტრევიჩიუსმა.

ის სკეპტიკურად უყურებს ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს.

„რაც შეეხება ბოიკოტს, როგორ შეიძლება იყო პარლამენტის გარეთ და პოლიტიკის ბედი გადაწყვიტო. ქუჩაში? და რამდენ ხანს? სოციოლოგიური კვლევებია, რომელიც ამბობს, რომ მოქალაქეებს სურთ ოპოზიცია სად იხილონ? რა თქმა უნდა პარლამენტში. აი, ამ ორი დამატებითი ნაბიჯით შეიქმნებოდა არაჩვეულებრივი გარემო მოლაპარაკებების დასაწყებად. ევროკავშირმა უნდა მოითხოვოს ეს, თუ ამ დასკვნამდე ქართველი პოლიტიკოსები უნდა მივიდნენ? კომპრომისი ორივე მხრიდან რომელიმე საკითხზე გაამარტივებდა სიტუაციას. ახლა ხიდი არ არის, ორი კედელია. ხიდის გადება ქართველ პოლიტიკოსებზეა“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.