საზოგადოება

პარლამენტმა რეზო გაბრიაძის ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგო

image
  • Google
  • 57
  • 4 დღის წინ

საქართველოს პარლამენტმა ცნობილი ქართველი მხატვრის, კინოსა და თეატრის რეჟისორის რეზო გაბრიაძის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო.

"დღეს ჩვენ ვაცილებთ ძალიან დიდ ქართველს-რეზო გაბრიაძეს,  ადამიანს, რომელმაც დიდი სამყარო დატოვა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, რომელიც აღაფრთოვანებდა თაობებს და კიდევ ბევრ თაობას აღაფრთოვანებს“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ.

რეზო გაბრიაძეს დღეს დაკრძალავენ.