პოლიტიკა

პარლამენტმა "ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი 77 ხმით, მეორე მოსმენით მიიღო

image
  • Parliament of Georgia
  • 84
  • 4 დღის წინ

"ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დასრულდა.

კანონმდებლებმა, კენჭისყრის შედეგად, 77 მომხრე, 23 წინააღმდეგი კანონპროექტის მიღებას მხარი დაუჭირა.

პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვა, მთელი დღის განმავლობაში, დისკუსიის ფონზე წარიმართა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომაზე კანონპროექტში ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც პროექტმა პირველი მოსმენის შემდეგ განიცადა.

კანონპროექტის განხილვის დასრულების შემდეგ, საკითხის მომხსენებელმა, ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართა და ცვლილებების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

"მსურს რამდენიმე სიტყვით მივმართო ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, ვინც ნაციონალურ მოძრაობაში არ არიან და ვისაც მიაჩნიათ, რომ ჰყავთ ამომრჩეველი, ვისაც მიაჩნიათ რომ აქვთ პოლიტიკური პარტია და ორიენტირი აქვთ ევროატლანტიკური სივრცისკენ. თქვენ თუ დღეს ამნისტიის კანონპროექტს არ დაუჭერთ მხარს კიდევ ერთხელ დაადასტურებთ, რომ ხართ ნაციონალური მოძრაობის ტყვეობაში, კიდევ ერთხელ დაადასტურებთ, რომ თქვენ არ ხართ ერთგული ევროპული შეთანხმების და ასევე დაადასტურებთ, რომ თქვენთვის სულ ერთი იყო შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.