სამართალი

პარლამენტთან აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს

image
  • Front News International
  • 41
  • 3 დღის წინ

"ევროპული საქართველოს" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა პარლამენტთან ე.წ. რუსული ფეჩი მიიტანეს, ამ ფორმით მათ მმართველი პარტიის რუსეთისადმი დამოკიდებულება გააპროტესტეს.

ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების თქმით, "ქართული ოცნება" რუსეთისადმი არასწორ პოლიტიკას ახორციელებს და ხელს უწყობს ოკუპაციას.

აქტივისტებს სურდათ, დროებით კედელზე წარწერები გაეკეთებინათ, რის საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა. 

პოლიციელებსა და აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ერთერთი ორგანიზატორი დააკავეს. 

დაკავებულს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით პოლიციელისადმი დაუმორჩლებლობას ედავებიან.