Covid-19

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსს 3 311 ადამიანი ემსხვერპლა

image
  • Google
  • 42
  • 2 თვის წინ

24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 311 პირი ემსხვერპლა", - აღნიშნა სიჭინავამ.

მისივე თქმით,  დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 18 244  ტესტი, შედეგად, გამოვლინდა ინფიცირების 544    ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 469 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.98%, ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე