პოლიტიკა

"ორჯერ გადმოკვეთეს ოკუპაციის ხაზი, ჩამოვიდნენ ხურვალეთის სასაფლაომდე, მოაწყვეს დებოში, პოლიციამ არ დააკავა"

image
  • Facebook
  • 111
  • 1 თვის წინ

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს, რომ რუსების "ტაბლეტკით" სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა გუშინ ორჯერ გადმოკვეთეს ოკუპაციის ხაზი.

"ხურვალეთში გუშინ განვითარებული ამბავი ამ ეტაპისთვის შემდეგნაირად გამოიყურება:

რუსების "ტაბლეტკით" სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულმა პირებმა 2-ჯერ გადმოკვეთეს ოკუპაციის ხაზი, ჩამოვიდნენ ხურვალეთის სასაფლაომდე, მოაწყვეს დებოში, პოლიციამ არ დააკავა ისინი, გააბრუნა უკან.

2 ჯერვე ეს "სამოქალაქო პირები" დაბრუნდნენ რუსების საგუშაგოზე და თავისი მცდელობები განახორციელეს იმ დროს, როდესაც პოლიცია სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიას ტოვებდა. 

ეს არის ამ ეტაპზე ინციდენტის აღწერა, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, ძალიან უცნაურ შთაბეჭდილებას ტოვებს. 

ჩვენ ვბრუნდებით ხურვალეთში", - წერს ქაცარავა.