პოლიტიკა

"ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რომ ნიკა მელია ციხეში ჩაჯდეს"

image
  • Parliament of Georgia/Facebook
  • 22
  • 1 კვირის წინ

კარლ ჰარცელის მხრიდან ძალიან ბუნებრივი და გულწრფელი პასუხია, როცა ოპოზიცია მიდის რადიკალიზაციისკენ და ყველაფერს აკეთებს, რომ ნიკა მელია ციხეში ჩაჯდეს, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ნიკა მელიას საქმით ცდილობენ, საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვიონ.

„მათი ბოლო მცდელობაა, რომ საზოგადოებაში აღშფოთება გამოიწვიონ, თუმცა ეს შეუძლებელია ერთი მთავარი მიზეზის გამო – თავად მასზეა დამოკიდებული, რა გადაწყვეტილება და როგორ იქნება. თუ ნიკა მელია კანონის ჩარჩოებში ჩაჯდება, როგორც წინა შემთხვევაში, როცა მან გირაოც გადაიხადა, სამაჯურიც გაიკეთა…მასზეა დამოკიდებული აღკვეთის ღონისძიების დამძიმე-არდამძიმების საკითხი. ამის საპირისპიროს აკეთებს. შესაბამისად, ეს გაზრდის პოლარიზაციის ხარისხსაც და ქვეყნისთვის რადიკალიზაციის ხარისხსაც გააძლიერებს.

ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა მათ ჰქონოდათ ლეგიტიმური საბაბი, მათ შორის თავიანთ ამომრჩევლებთან, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დამსხადარიყვნენ ისე, მიზანი შედეგი ყოფილიყო. რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაც კი შევთავაზეთ, ოღონდ იმ მარტივი და ყველაზე მართალი დათქმით, რომ ერთპროცენტიანი გადახრის შემთხვევაში, თუ ასეთს აღმოაჩენდნენ.

ვიცით, ჩვენი ევროპელი კოლეგები რას გვეუბნებიან, რომ ოპოზიციის მოქმედება არის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა,  აქ უკვე ყველაფერი ნათელია, დასკვნებიც გამოტანაც მარტივია. ხელისუფლებამ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის რაციონალური პირობაც კი დადო, ამაზე არ წამოყოლა ნიშნავდა, რომ მათ სჭირდებოდათ მიზეზი და საბაბი, რამენდაირად ქაოტური სიტუაცია შეექმნათ. არც ეს გამოუვათ, რადგან კანონის დამოურჩილებლობა რომ გახდეს სახალხო მღელვარების საბაბი, მაშინ ჩვენ რაციონალურად ვერ გვიფიქრია. „ნაცმოძრაობას“ და მის კლასტერს ძალიან დაბალი წარმოდგენა ჰქონია ქართულ საზოგადოებაზე, რაც ასე არ არის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.