საზოგადოება

ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ჭიათურის კულტურის ცენტრში ონლაინ კონფერენცია გაიმართა

image
  • Front News International
  • 715
  • 1 თვის წინ

25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ჭიათურის სასწავლო საგანმანათლებლო და კულტურულ-შემოქმედებითი ცენტრის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ინიციატივითა და ორგანიზებით სამეცნიერო ონლაინ კონფერენცია - ,,1921 წლის სისხლიანი თებერვალი“ გაიმართა.

კონფერენციაზე მოხსენებები გააკეთეს: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა მიხეილ ბახტაძემ, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა ბესიკ გაფრინდაშვილმა, ისტორიის მეცნიერებათა აკადემიურმა დოქტორმა, ისტორიკოსმა ირაკლი გიორგაძემ, ირლანდიის ქართული სკოლა "ლამპარის" ისტორიის პედაგოგმა ქეთევან ჯიღაურმა, ისტორიის მაგისტრმა გიორგი გაფრინდაშვილმა, მხარეთმცოდნეობის მუზეუმის თანამშრომლებმა და ისტორიის პედაგოგებმა. 

გამომსვლელებმა სიღრმისეულად ისაუბრეს ბრძოლის  დაწყების მიზეზებზე, მსვლელობაზე, შედეგებზე,  ომის  გმირებზე. გაიხსენეს საქართველოს ეროვნული გმირი, მოწყალების და, საბჭოთა რუსეთის ჯარებთან ბრძოლაში თბილისის მისადგომებთან დაღუპული მარო მაყაშვილი და ტაბახმელას ბრძოლას შეწირული ახალგაზრდა იუნკერები.