პოლიტიკა

"ოკუპანტებმა გაიტაცეს ჩვენი მოქალაქე, შემდეგ უკან დაუბრუნეს პოლიციელებს"

image
  • Screenshot
  • 62
  • 2 დღის წინ

გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს და დღესვე გაათავისუფლეს. ინციდენტი გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ კირბალში მოხდა. 

არსებული ინფორმაციით, საოკუპაციის რეჟიმის წარმომადგენლებმა 60 წლის გერონტი პაპიტაშვილი იმ დროს წაიყვანეს ქართველი სამართალდამცველების კონტოლირებადი ტერიტორიიდან, როდესაც ის მსხვილფეხა პირუტყვს მწყემსავდა. ის გადაიყვანეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, გადაუღეს ფოტო-სურათები, თითქოს მამაკაცმა არარსებული საზღვარი დაარღვია და ამის შემდეგ, ქართველ სამართალდამცველებს გადასცეს. 

"მოხდა ჩვენი კონტოლირებადი ტერიტორიიდან ჩვენი მოქალაქის გატაცება. შემდეგ ოკუპანტები დაუკავშირდნენ ჩვენი ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, ისე, რომ ევროკავშირის სადამკვირებლო მისია საქმის კურსში არ ჩაუყენებია არავის. დაელოდნენ როდის ჩამოვიდოდნენ პოლიციელები და უკან დაუბრუნეს ჩვენი მოქალაქე. ხელისუფლებამ დამალა, ასე გამოდის. ადგილობრივი მოსახლეობა, უბრალოდ ჩვენ მოგვიყვა ამის შესახებ, ხოლო ევროკავშირის სადამკვირებლო მისია ეტყობა ინფორმაციულ ვაკუუმში აღმოჩნდა"-აცხადებს ანტისაოკუპაციო ორგანიზაციის ლიდერი დავით ქაცარავა. 

საოკუპაციო ხაზთან ინციდენტი ლიეტუვას პრეზიდენტის ვიზიტის პარალელურად მოხდა. გიტანას ნაუსედამ დღეს ხურვალეთი მოინახულა.