პოლიტიკა

ოკუპანტების მიერ გატაცებული რამაზ ბეღელური ე.წ. სასამართლოს შემდეგ გაათავისუფლეს

image
  • Google
  • 88
  • 2 თვის წინ

ორთვიანი პატიმრობის შემდეგ, საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიაანთკარის მცხოვრები რამაზ ბეღელური გათავისუფლდა.

ის ე.წ. სასამართლო პროცესის შემდეგ გაათავისუფლეს. რამაზ ბეღელური ქართველ სამართალდამცველებს ერგნეთის საგუშაგოზე გადასცეს.

სამართალდამცველებმა რამაზ ბეღელური უკვე გამოკითხეს. გათავისუფლებული ამბობს, რომ ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მასზე ზეწოლა არ ყოფილა.

ბეღელური ასევე აცხადებს, რომ მას ერთხელ შეხვდა ზაზა გახელაძე, თუმცა მასთან საუბრის შესაძლებლობა არ ჰქონდა.

ერგნეთში იმყოფებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე.