ოზურგეთში მსუბუქი მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ქალი დაიღუპა, ორი მცირეწლოვანი კი დაშავდა. ერთ-ერთი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.