საზოგადოება

Covid-19

ნინო სურგულაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

image
  • Facebook
  • 71
  • 2 კვირის წინ

ქართველ მეცო-სოპრანოს, ფონდ "ნატვრის ხის" დამფუძნებელს ნინო სურგულაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

ამის შესახებ ნინო სურგულაძე სოციალურ ქსელში წერს.

"არ არსებობს არანაირი დაბრკოლება, სირთულე, ვირუსი თუ სხვა რამე, რასაც ერთმანეთის სიყვარულით, მოფრთხილებით, ერთმანეთზე ზრუნვით და უფლის შეწევნით ვერ მოვერევით. დიდი სიფრთხილის მიუხედავად, დღეს მეც უკვე კოვიდინფიცირებული ვარ, თუმცა ვიცი, რომ ყველაფერი კარგად იქნება! თქვენი სიყვარული და სითბო ახლაც ძალიან გამაძლიერებს. გთხოვთ ყველას ძალიან, გაფრთხილდით, დაიცავით რეგულაციები, ნუ მივცემთ შანსს კოვიდს, მოგვერიოს, ჩვენ მოვერიოთ, ჩვენ ეს შეგვიძლია. მიყვარხართ", - წერს ნინო სურგულაძე