პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე რან გიდორს შეხვდა

image
  • Parliament of Georgia
  • 73
  • 1 თვის წინ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რან გიდორს შეხვდა.

ნიკოლოზ სამხარაძემ თანაგრძნობა გამოუცხადა ისრაელს ბოლოდროინდელი ესკალაციით გამოწვეული მსხვერპლის გამო.

შეხვედრისას მხარეებმა ქართულ-ებრაული ურთიერთობების განვითარებაზე, საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერებაზე, ეკონომიკური და საინვესტიციო  ურთიერთობების გაფართოებასა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელჩს კომიტეტის პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.

მხარები შეთანხმდნენ, რომ მას შემდეგ, რაც ქნესეთი შეიკრიბება, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს  საგარეო კომიტეტებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

„ჩვენ ისრაელთან გვაქვს ძლიან კარგი პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობები,  მაგრამ კიდევ არის სივრცე იმისა, რომ უფრო განვავითაროთ ეს ურთიერთობები როგორც ეკონომიკური მიმართულებით ასევე, უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობით და საპარლამენტო განზომილების გაფართოებით“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.