პოლიტიკა

"ნიკა მელია საკმაოდ ოპტიმისტურად იყო, მთხოვა მეგობრებისთვისაც გადმომეცა, რომ თავს გრძნობს ყოჩაღად"

image
  • Google
  • 74
  • 2 დღის წინ

სახალხო დამცელი ნინო ლომჯარია რუსთავის ციხეში დაკავებულ ნიკა მელიას შეხვდა. 

ციხიდან გამოსვლის შემდეგ მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მელიას პირობები მოინახულა. 

"ნიკა მელია საკმაოდ ოპტიმისტურად იყო, აინტერესებდა მიმდინარე მოვლენები. არ აქვს ტელევიზორი და დააყენა ეს მოთხოვნა. მოპყრობასთან და პირობებთან პრეტენზიები არ დაუფიქსირებია. მთხოვა მეგობრებისთვისაც გადმომეცა, რომ თავს გრძნობს ყოჩაღად", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.