პოლიტიკა

"ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში"

image
  • Screenshot
  • 61
  • 2 კვირის წინ

დავით ბაქრაძე არ გამორიცხავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" შარლ მიშელის ახალ დოკუმენტს ხელი არ მოაწეროს.

მისივე თქმით, ახალი დოკუმენტი მნიშვნელოვან ცვლილებებს შეიცავს. 

"სრულად შევუერთდები კოლეგეგის მოსაზრებას "ქართული ოცნების" არმოსვლასთან დაკავშირებით, ასეთ საპასუხისმგებლო მომენტში, როდესაც წყდება ქვეყნის ბედი, მოლაპარაკებებზე არ მოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს ამ ხალხის დამოკიდებულებას საქართველოს მომავლის მიმართ. მიმაჩნია, რომ ეს იყო ძალიან დიდი უპასუხისმგებლობის და უპატივცემლობის გამოვლენა.

დოკუმენტში, წინა ვერსიასთან შედარებით, შეტანილია მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომელიც ამ დოკუმენტს აუმჯობესებს. პირველ რიგში ცვლილებები შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს და მკაფიო საუბარია ორი ადამიანის გამოშვებაზე, ვადებზე და იმაზე, როგორ უნდა მოხდეს ამის განხორციელება. შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციამ დიდწილად მიიღო ის, რასაც ელოდა, რომ ორივე ადამიანი - ნიკა მელია და გიორგი რურუა საპატიმროს დატოვებს ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში.

რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, ეს დოკუმენტი განსაზღვრავს მექანიზმს როდის და როგორ შეიძლება ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები და ეს არის ბმა ადგილობრივ არჩევნებთან. კარგად გვესმის, რომ ეს დოკუმენტი არის კომპრომისის შედეგი. ჩემთვის პრობლემური არის რიგგარეშე არჩევნების საკითხი. მგონია, რომ ადგილობრივ არჩევნებზე მიბმა არ არის კარგი, ისევე როგორც 43%-იანი ზღვარი, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ სასწორის მეორე მხარეს დევს დიდი პოლიტიკური ფასი", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.