სამართალი

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი 13 აპრილამდე გადაიდო

image
  • Facebook
  • 68
  • 2 კვირის წინ

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესო 13 აპრილს, 11:00 საათამდე გადაიდო. 

მანამდე, მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და მელიას პროცესზე დასწრების უფლება მისცა. 

მელიას ადვოკატის დიტო საძაგლიშვილის თქმით, ვინაიდან მოსამართლემ ბრალდებულის დასწრების შუამდგომლობა დააკმაყოფილა, სხდომა დღეს ვეღარ გაგრძელდებოდა. 

"ამ პროცესზე უკვე წარმოდგენილი იქნება ნიკა მელიაც და დიდი ალბათობით, ამავე პროცესზე მოხდება შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვა, ვინაიდან 16 აპრილი დედლაინია. არ მგონია, რომ 13 აპრილიდან 16 აპრილის შუალედში კიდევ ერთი სხდომა ჩაატარონ", - აცხადებს ადვოკატი.