შეუცვლის თუ არა სასამართლო აღკვეთის ღონისძიებას ნიკა მელიას, დღეს გახდება ცნობილი.
"ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის საქმის არსებითი განხილვა 11:00 საათზე გაიმართება.
საქმეს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილი განიხილავს, რომლის გადაწყვეტილებითაც, მიმდინარე წლის 17 თებერვალს პროკურატურის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და მელიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.