პოლიტიკა

"ნიკა მელიასთვის მიუღებელია ამნისტია იმ შინაარსით, რაც "ქართულმა ოცნებამ" გააჟღერა"

image
  • Google
  • 47
  • 2 კვირის წინ

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, მელია კატეგორიულად წინააღმდეგია ამნისტია გავრილოვის ღამისას, აქციის დარბევაში მონაწილე პოლიციელებს შეეხოს.

"ნიკა მელიას პოზიცია ამნისტიასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, არ შეცვლილა. მისთვის მიუღებელია ამნისტია იმ შინაარსით, რა შინაარსითაც გააჟღერეს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა, რომ კერძოდ, ის უნდა შეეხოს პოლიციელებს, რომლებმაც იძალადეს 2020 წლის 20 ივნისს, გავრილოვის ღამის აქციის დარბევისას.

გირაოთი საკითხის მოხსნა, პირობითად ნიკა მელია სულ რომ თანახმა ყოფილიყო, ბოლომდე საკითხის გადაწყვეტა არ ხდებოდა და შეთანხმებაში გათვალისწინებულია ამნისტია. ანუ, ეს არ არის ალტერნატიული წინაპირობები. ამნისტიაზე მსჯელობა უნდა დაეწყო შეთანხმების მონაწილე მხარეებს, უნდა მიღებულიყო აქტი ამ შეთანხმების ტექსტის თანახმად, მაშინაც კი თუ გირაოთი მოხდებოდა ნიკა მელიას გათავისუფლება"-განაცხადა საძაგლიშვილმა.