პოლიტიკა

"ნიკა მელიამ მიიღო თავის გადაწყვეტილება, რომელიც რჩება იგივე, ის იბრძვის თავისუფლებისთვის"

image
  • ENM
  • 106
  • 1 თვის წინ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე პროკურატურის ბრიფინგს ეხმაურება და უწყების განცხადებას პოლიტიკური მოტივებით განპირობებულს უწოდებს. 

მისი თქმით, პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას პოზიცია გირაოს არგადახდასთან დაკავშირებით, პროკურატურის შეთავაზების მიუხედავად უცვლელია.

"შეშინებული განცხადებაა. პოლიტიკურმა პროკურატურამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოში პროკურატურა, როგორც ინსიტუტი, არ არსებობს და ის ემსახურება მხოლოდ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას.

გირაოს გადახდა იყო უსამართლო და ეწინააღმდეგებოდა თავისუფლებისთვის ბრძოლას, რომელშიც არის ნიკა და საქართველოს თითოეული მოქალაქე. მინდა, ყველას შევახსენო, რომ ნიკა მელიამ მიიღო თავის გადაწყვეტილება, რომელიც რჩება იგივე, ის იბრძვის თავისუფლებისთვის. ნიკა არის ძალიან მხნედ, კარგად და შემართებით", - აცხადებს დეკანოიძე.

პროკურატურაში დღეს განახცადეს, რომ ბრალდების მხარე მზადაა, სასამართლოს ნიკა მელიას პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით მიმართოს.