სამართალი

"ნიკანორ მელას პატიმრობა არის ნიკანორ მელიას თვითმიზანი"

image
  • Google
  • 63
  • 2 კვირის წინ

პროკურორი ამირან გულუაშვილის თქმით, ნიკა მელიას და მისი ადვოკატების თვითმიზანი მელიას პატიმრობაში დარჩენაა. 

გულუაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელიას საქმეში დაცვის მხარე კანონით სპეკულირებს.

"ნიკანორ მელიას პატიმრობა არასდროს ყოფილა პროკურატურის თვითმიზანი. პროკურატურამ დაცვის მხარეს საჯარო განცხადებით შესთავაზა კონკრეტული სამართლებრივი გზა, მათი მზადყოფნის შემთხვევაში, როგორ მომხდარიყო აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის შეცვლა უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით. რეალურად, დაცვის მხარე ახდენს კანონით სპეკულირებას და საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას და იძახის, რომ მსგავსი სამართლებრივი მექანიზმი არ არსებობს. ნებისმიერი იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტმაც კი იცის, რომ ბრალდების მხარეს აქვს უფლება მოითხოვოს შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლა.

რეალურად, ნიკანორ მელიას და მისი ადვოკატების მიზანია, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ნიკანორ მელიას პატიმრობაში ყოფნა. ნიკანორ მელას პატიმრობა არის ნიკანორ მელიას თვითმიზანი", - განაცხადა გულუაშვილმა.