საზოგადოება

ნანი ბრეგვაძე "ფაიზერის" ვაქცინით აიცრა

image
  • Google
  • 113
  • 1 თვის წინ

ლეგენდარულმა ქართველმა მომღერალმა ნანი ბრეგვაძემ ვაქცინაცია ჩაიტარა. როგორც მისი შვილი ეკა მამალაძე აცხადებს, მომღერალი "ფაიზერის" ორივე დოზითაა ვაქცინირებული.

"გადასარევად გრძნობს თავს, საერთოდ არაფერი არ უგრძვნია. პირველი აცრა იყო 15-ში, ასე მახსოვს და მეორე დოზა გუშინ (პირველიდან სამი კვირის მერე) მოუწია. მართლა აღსანიშნია, რომ დედაჩემი თანამედროვე ადამიანია და თავის შემოქმედებასაც, ზოგადად ყველაფერს ცივილურად, პროგრესულად უყურებს. ძალიან მეამაყება, არ გვჭირდება ოჯახში, რომ დავითანხმოთ, რომ იქნებ ეს გააკეთოს. იცით როგორ ეჩხუბება ვიღაცებს, როგორ არ აიცერით, რას ლაპარაკობთო. აზროვნებს ძალიან სწორად და შიშიც არ აქვს", - აცხადებს ეკა მამალაძე.