ეკონომიკა

"ნამოხვანჰესი არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი, მაგრამ ის უფრო სრულყოფილი ფორმით უნდა აშენდეს"

image
  • Press Office
  • 68
  • 1 დღის წინ

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ ნამოხვანჰესი მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ის უფრო სრულყოფილი სახით უნდა აშენდეს. 

თურნავას განაცხადებით, ხვალიდან იწყება მედიაციის პროცესი, სადაც ჩართულები იქნებიან, როგორც სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები და რიონის ხეობის მცველები.

"ჩვენ დავინახეთ, რომ გვმართებს გაცილებით მეტი კომუნიკაცია და გათვალისწინება მოსახლეობის მოსაზრებებისა. დღესაც სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარეობს ნამოხვანჰესის პროექტის სრულყოფის პროცესი. ეჭვგარეშეა, რომ ნამოხვანჰესი არის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, მაგრამ ის უფრო სრულყოფილი ფორმით უნდა აშენდეს. შექმნილია პლატფორმა ექსპერტებისთვის, რომ ყველა ეკოლოგიური საკითხი უფრო მეტად გახსნილი და შესწავლილი იყოს და თუ ექსპერტები აღმოაჩენენ, რომ რაიმე გამოსასწორებელია, ესეც უნდა იყოს ნათელი. 15-მდე ექსპერტებმა და კვლევითმა ორგანიზაციებმა გაიწვია ეს საბუთები. მუშაობენ და ველოდებით მათ მოსაზრებებს",  - აცხადებს თურნავა.