სამართალი

მძღოლის მკვლელობის საქმეზე ჩიხარეშის რწმუნებულის მეუღლე და მოკლულის მასპინძელი დააკავეს

image
  • Google
  • 74
  • 4 დღის წინ

ლენტეხში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე სოფელ ჩიხარეშის რწმუნებულის მეუღლე დააკავეს. მას გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.

პოლიციამ საქმეზე კიდევ ერთი პირი დააკავა, რომელიც მოკლულის მასპინძელია. მიკროავტობუსის მძღოლზე თავდასხმის მთავარ ფიგურანტებს კი სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.

"დაკავებულია ჩვენი რწმუნებულის მეუღლე, რა ფაქტზე, როგორ სიტუაციაში, ნამდვილად არ ვიცი. მე საქმის კურში არ ვარ, არ ვიცი რატომ და რა ფაქტზე დააკავეს, ეს უკვე შსს-ს პრესცენტრს ეცოდინება"-აცხადებს ლენტეხის მერი ბადრი ლიპარტელიანი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 2 ადამიანი. მათ წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით დაიწყო, რაც ცრუ ჩვენების მიცემას გულისხმობს.

შემთხვევა სოფელ ჩიხარეშში 5 ივნისს მოხდა. სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად, 47 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ცემაში სავარაუდოდ ოთხი პირი ფიგურირებს. ჩხუბის მიზეზად რამდენიმე ვერსია ვრცელდება, მათ შორის საუბარია ფულის გამოძალვაზეც.