პოლიტიკა

"მოვუწოდებ ყველა პარტიას, ნუ ჩათვლით, რომ სააკაშვილი თუ ვერ შემოდის ქვეყანაში, ეს თქვენ გაგიადვილებთ ვითარებას"

image
  • Facebook
  • 86
  • 2 კვირის წინ

უნდა მომეცეს საშუალება, თავისუფლად ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაში და მქონდეს ურთიერთობა ჩვენ მხარდამჭერებთან, ჩვენ ამომრჩეველთან და ქართულ საზოგადოებასთან. სრული ნორმალიზაციისთვის ეს ნაბიჯებია გადასადგმელი, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, პარლამენტში რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლისა და ინდივიდუალური დეპუტატების შესვლა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში კრიზისი არ არის გადალახული, ბევრ რამეზე დაფიქრების საფუძველს იძლევა.

„პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა რომ მოხდეს, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, გადავლახოთ უმძიმესი სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კრიზისი, საჭიროა, სრული ნორმალიზაცია პოლიტიკური ურთიერთობებისთვის. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ნიკა მელია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული ყოველგვარი დამამცირებელი პირობების გარეშე იმ მოთხოვებით, რომელიც მან წამოაყენა და რომელიც არის კანონიერი, ბოლომდე დასაბუთებული. უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა უამრავი ადამიანის მაგალითად, „ნამახვანის“ აქციაზე დაკავებული აჭარელი და სხვა აქტივისტების, იგივე გიორგი მუმლაძის, უამრავი სხვა ადამიანის, რომელიც არის ამ დევნის ობიექტი, არამხოლოდ ბოლო წლებში, არამედ მრავალი წლის განმავლობაში, მათ შორის არის ძალიან თავდადებული და საქართველოსთვის დამსახურებული ხალხი. მე უნდა მომეცეს საშუალება, თავისუფლად ჩამოვდიოდე ჩემს ქვეყანაში და მქონდეს ურთიერთობა ჩვენ მხარდამჭერებთან, ჩვენ ამომრჩეველთან და ქართულ საზოგადოებასთან. სრული ნორმალიზაციისთვის ეს ნაბიჯებია გადასადგმელი, რადგან მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა იყოს, მე ყველა შემთხვევაში ჩამოვალ საქართველოში და ყველა შემთხვევაში დავუდგები ქართველ ხალხს გვერდით, რადგან ეს უმძიმესი კრიზისი. როდესაც ყველას აქვს თვალი გაქცევაზე, როდესაც ყოველდღიურად უარესდება ეკონომიკური მაჩვენებლები და სიღარიბემ ყველანაირ საზღვარს გადააჭარბა, არის მოუთმენელი მიუღებელი და ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს პოლიტიკური დიალოგით, დემოკრატიული პროცესების ფარგლებში, მაგრამ ამაზე თვალის დახუჭვა არ გამოვა.

„მოვუწოდებ ყველა პარტიას, დადგნენ თავის ვიწროპარტიულ ინტერესებზე მაღლა, ნუ ჩათვლით, რომ სააკაშვილი თუ ვერ შემოდის ქვეყანაში, ეს თქვენ გაგიადვილებთ ვითარებას, პირიქით გვიძნელებს. მიუხედავად იმისა, თქვენ რას გადაწყვეტთ, მე მაინც დავდგები ჩვენი ხალხის გვერდით. მინდა, ეს ვითარება განიმუხტოს, მინდა, რომ ევროკავშირისა და სხვების შუამავლობის პროცესებს რეალური შედეგები მოჰყვეს, ამას განგრძობადი ხასიათი ჰქონდეს, ამისთვის საჭიროა, ყველამ მოვინდომოთ ვითარების გამოსწორება. წინააღმდეგ შემთხვევაში შედეგი არ დადგება და ეს არ შედის არავის ინტერესში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.