პოლიტიკა

"მოვუწოდებ ირაკლი ღარიბაშვილს, უარი თქვას საკუთარი მოქალაქეების მიმართ ძალის გამოყენების განზრახვაზე"

image
  • Front News International
  • 104
  • 2 თვის წინ

"სტატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, საკუთარი მოქალაქეების მიმართ ძალის გამოყენების განზრახვაზე უარი თქვას.

"მოვუწოდებ ხელისუფლებას და პირადად ირაკლი ღარიბაშვილს, უარი თქვას საკუთარი მოქალაქეების მიმართ ძალის გამოყენების განზრახვაზე, სიძულვილის, აგრესიულ რიტორიკაზე და შექმნილი პოლიტიკური კრიზისი გადავწყვიტოთ მოლაპარაკებისა და კომპრომისების გზით.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელ სამოქალაქო დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობა კანონის და ისტორიის წინაშე დაგეკისრებათ სრული სიმკაცრით!

ყველას უნდა გვესმოდეს, სამოქალაქო დაპირისპირება  ჩამოშლის სახელმწიფო ინსტიტუტებს, დააზარალებს ქვეყანასა და ჩვენს მოქალაქეებს. 

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ მშვიდობიანი მოლაპარაკებისკენ, რაც შექმნილი კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი სწორი არჩევანია!", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.