პოლიტიკა

"მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ განმუხტეთ ვითარება"

image
  • Google
  • 26
  • 5 დღის წინ

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ან ლიდე საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ ვითარებას და "ნაციონლური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება.

"შეშფოთებით ვადევნებ თვალს თბილისში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. როგორც ეუთოს თავმჯდომარე, ვიმეორებ ჩემს მოწოდებას ყველა მხარის მიმართ, დაუყოვნებლივ განმუხტეთ ვითარება, განაგრძეთ დიალოგი და იმოქმედეთ ეუთოს წინაშე ქვეყნის მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრული დაცვით", - წერს ან ლიდე "ტვიტერზე".