პოლიტიკა

"მოგიწოდებთ, გამოიყენოთ თქვენი ვიზიტი, რათა წაახალისოთ ქართული პოლიტიკური ძალები, დაუყოვნებლივ განაახლონ დიალოგი"

image
  • Google
  • 67
  • 2 დღის წინ

ევროპარლამენტის წევრები საქართველოში პოლიტიკურ კრიზისთან დაკავშირებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს ერთობლივ წერილს უგზავნიან და მოუწოდებენ, თბილისში ვიზიტის დროს პარტიათაშორისი დიალოგის განახლებაზე იმუშავოს.

„მოგიწოდებთ, გამოიყენოთ თქვენი ვიზიტი, რათა წაახალისოთ ქართული პოლიტიკური ძალები, დაუყოვნებლივ განაახლონ დიალოგი, რამაც ურთიერთგაგების მემორანდუმის დადება უნდა გამოიწვიოს, რომელიც ორიენტირებული იქნება საქართველოში თანამშრომლური და ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს განვითარებაზე. ტემპი და ნება, რომლითაც ქართული პოლიტიკური ელიტა დიალოგში კვლავ ჩაერთვება, ასახავს მათ სწრაფვას, დაადასტურონ საქართველოს გაცხადებული ევროპული მისწრაფებები. 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ პროცესში საქართველოს სამოქალაქო სექტორს შეუძლია მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა იქონიოს. ამრიგად, ჩვენ მოგიწოდებთ აქტიურად ითანამშრომლოთ მათთან თქვენი ვიზიტის დროს“, - ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში, რომელსაც ხელს აწერენ: პეტრას აუსტრევიჩუსი, ანდრიუს კუბილიუსი, მარკეტა გრეგოროვა, ვიტოლდ იან ვაშიკოვსკი, ვიოლა ფონ კრამონი და მიხაელ გალერი.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი უკრაინასა და საქართველოს მარტში ეწვევა.