პოლიტიკა

"მიუხედავად იმისა, როდის რას გადაწყვეტს ევროსასამართლო, მე საქართველოში ჩამოვალ"

image
  • Facebook
  • 117
  • 2 კვირის წინ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაელოდება და საქართველოში აუცილებლად ჩამოვა. 

მისი განმარტებით, საქართველოს ახლა სჭირდება პატრონი და "არა ბატონი".

"ევროსასამართლოს კითხვები არის სრულიად არაორაზროვანი, ძალიან ნათელი და კონკრეტული. მიუხედავად იმისა, როდის რას გადაწყვეტს ევროსასამართლო, მე საქართველოში ჩამოვალ, მიუხედავად იმისა, ვინ რას დაადგენს და ვინ რას არ დაადგენს. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამართალი იპოვის გზას, იმედი მაქვს სამართლიანი გადაწყვეტილების, მაგრამ საქართველოში ახლა სხვა სიტუაციაა. ქართულმა საზოგადოებამ დროზე უნდა მოაგვაროს თავის მთავარი პრობლემა, დაუბრუნდეს დემოკრატიას და მე ამაში მივიღებ მონაწილეობას, მიუხედავად იმისა არის ძალაში განაჩენი ჯერ, თუ არა, უკვე მიიღო გადაწყვეტილება ევროსასამართლომ, თუ კიდევ უნდა ველოდოთ წელიწადი, თუ წელიწადნახევარი. მე ნამდვილად არ ვაპირებ ბევრი დროის მიცემას. მიუხედავად  სასამართლო გადაწყვეტილებისა, მე მაქვს დაგეგმილი აქტიურად ჩავერთო პროცესებში, რომელიც უკავშირდება შემოდგომის რეფერენდუმს, ამჯერად ნიკა მელიას დახსნას ციხიდან და სხვა რეპრესიების შეწყვეტას. საქართველოს არ სჭირდება ბატონი, საქართველოს სჭირდება პარტონი. საქართველო ახლა არის ბატონის ქვეშ, ოღონ უპატრონოდ. საერთოდ არ არის საჭირო სტრასბურგი, იმისათვის რაც იცის თითოეულმა ქართველმა, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე ივანიშვილის კაპრიზებზე, რუსეთის დაკვეთით შექმნილი ყალბი, ცრუ საქმეები, რომელთაც არაფერი კავშირი არ აქვს სამართალთან და საართლიანობასთან"-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

ევროსასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის სარჩელი წარმოებაში მიიღო. საქმე სააკაშვილისთვის გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენებს ეხება. ევროპულმა სასამართლომ უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა ადგილი კონვენციური მუხლების დარღვევას სააკაშვილის მიმართ გამოტანილი განაჩენების დროს.