პოლიტიკა

"მინდა, ირაკლის წარმატებები ვუსურვო, მადლობა გიორგი გახარიას და მაია ცქიტიშვილს“

image
  • Tbilisi City Hall
  • 103
  • 5 დღის წინ

თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას სამთავრობო ცვლილებები შეაფასა და გაწეული საქმიანობისთვის გიორგი გახარიასა და მაია ცქიტიშვილს მადლობა გადაუხადა.

კახა კალაძემ წარმატებები უსურვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი ღარიბაშვილს და იმედი გამოთქვა, რომ ის შეძლებს საზოგადოების პოლარიზაციას წერტილი დაუსვას.

„მინდა, ირაკლის წარმატებები ვუსურვო. ვისურვებდი, რომ ის ყოფილიყოს ქვეყნისა და საზოგადოების გამაერთიანებელი და დამასრულებელი არსებული პოლარიზაციის, რაც ძალიან ცუდია ქვეყნისთვის და მისი განვითარებისთვის. რაც შეეხება ქალბატონ მაიას, ეს იყო მისი გადაწყვეტილება. მადლობა მას გაწეული საქმიანობისთვის. მინდა, გიორგი გახარიას მადლობა გადავუხადო, ის იყო ჩვენი ქვეყნის პრემიერი და მადლობა მას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.