Covid-19

მიმდინარე კვირიდან ვაქცინაციაში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან

image
  • Google
  • 100
  • 3 კვირის წინ

მიმდინარე კვირიდან ვაქცინაციაში მთავრობისა და პარლამენტის წევრები ჩაერთვებიან, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით,  ვაქცინაცია ეროვნული გეგმის შესაბამისად აქტიურად გრძელდება.

"იმუნიზაციის მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირიდან ვაქცინაციაში ჩაერთვებიან საქართველოს მ​თავრობისა და პარლამენტის წევრები“, - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.