შემთხვევა

მთაწმინდაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს

image
  • Screenshot
  • 94
  • 2 კვირის წინ

მთაწმინდაზე, თუმანიანის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი შუა ხნის მამაკაცი, ფოტოგრაფმა შემთხვევით იპოვა, რომელიც აქ ფოტოებს იღებდა. მამაკაცი სავარაუდოდ, ერთი კვირის გარდაცვლილია. 

შენობა, სადაც ცხედარი იპოვეს, ადგილობრივების განცხადებით, დიდი ხანია დანგრეულია, არავინ ცხოვრობდა და აქ უსახლკარო ადამიანები ღამის გასათევად იკრიბებოდნენ.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.