საზოგადოება

მთავრობის ადმინისტრაციასთან ნინოწმინდის პანსიონში არსებულ მძიმე მდგომარეობას აპროტესტებენ

image
  • Screenshot
  • 81
  • 1 კვირის წინ

"ნინოწმინდის ბავშვებისთვის" - ამ ლოზუნგით, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ნინოწმინდის პანსიონში არსებულ მძიმე მდგომარეობას აპროტესტებენ. ითხოვენ, რომ ხელისუფლებამ დროულად გაარკვიოს, რატომ არ უშვებენ დაწესებულებაში სახალხო დამცველსა და სოციალურ მუშაკს. 

აქციაზე სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად პოლიტიკოსებიც იმყოფებიან. 

"ეს არის კონსტიტუციით წარმოუდგენელი, რომ დახურულ სივრცეში ამყოფონ. ყველაფერი შეიძლება იქ მოხდეს და ეს ჩვენ არ ვიცით. აქ ერთი მხრივ, წარმოუდგენელი უტიფრობაა საპატრიარქოს მხრიდან, რომ ვიღაცას არ უშვებენ და მეორე, ეს არის სახელმწიფოს მხრიდან დაუშვებელი. უნდა გვესმოდეს, რომ საუბარია ბავშვებზე, მათ ფსიქიკაზე, ჯანმრთელობაზე, მომავალზე, ეს არ არის პოლიტიკური და პარტიული საკითხი. არ ვიცი, როგორ უნდა გაგვიძლოს გულმა, რომ ამ ჩაკეტილ სივრცეში რა ხდება, არ ვიცოდეთ"-აცხადებს მოძრაობა "დროას" დამფუძნებელი ელენე ხოშტარია. 

აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ დიდი ზომის ბავშვთა პანსიონატები დაიხუროს და ხელისუფლებამ მოზარდების ოჯახურ გარემოში დაბრუნებას შეუწყოს ხელი.