სამართალი

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ მედიკოსებს 3 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ

image
  • Google
  • 65
  • 2 კვირის წინ

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე ბრალდებულ ახალციხის კლინიკა „იმედის“ ორ ექიმსა და ერთ ექთანს აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-3000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნატო ხუჯაძემ მიიღო, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ბრალდების მხარე თითოეულის შემთხვევაში 5 000-ლარიან გირაოს ითხოვდა. 

სასამართლო სხდომა 31 მაისს 12:00 საათისთვის ჩაინიშნა.

7 აპრილს საქართველოს პროკურატურამ მედდის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ექიმებს ბ.ლ.-ს, ვ.ი-ს და ექთანს თ.გ.-ს ბრალი წარუდგინა.