სამართალი

მარნეულის მერიასთან აქციის 6 მონაწილე დააკავეს

image
  • Screenshot
  • 91
  • 1 თვის წინ

მარნეულში, სამართალდამცველებმა 6 აქტივისტი დააკავეს. მათ შორისაა თავად გიორგი მუმლაძე. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მისი დაკავება უკანონოდ მიხდა და ისინი ამჟამად, ბოლნისის სასამართლოსკენ მიემართებიან.

"მოკიდეს ხელი და შეაგდეეს, დააკავეს არაფრის გამო, სამარცხვინოები არიან. ეს არის ჩვეულებრივი ტერორი, რასაც საქართველოს პარლამენტი ახლა აკანონებს. უკანონოდ აკავებენ ადამიანებს"-აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

"ეს ადამიანები არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგს, პოლიციელებს აყენებდნენ შეურაცხყოფას, საჯარო მოხელეების მიმართ იგინებოდნენ და გვიწევდნენ წინააღმდეგობას. ამას მოჰყვა დაკავებები, სამართლებრივ შეფასებას გავაკეთებთ, დანარჩენს მოგახსენებთ შსს-ს პრესსცენტრი"-განაცხადა სამართალდამცველმა. 

დაკავებას წინ მარნეულის მერიასთან ხმაური და დაპირისპირება უძღვოდა, სადაც "მოძრაობა საქართველოსთვის" წევრები აქტივისტ გიორგი მუმლაძის ძმის - სიმონ მუმლაძის მხარდამჭერ აქციას მართავდნენ და სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით მის გათავისუფლებას აპროტესტებდნენ.