პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე დღეს ნიკა მელიას შეხვდება

image
  • Political party Lelo
  • 101
  • 1 თვის წინ

პარტია "ლელო საქართველოსთვის" ლიდერი მამუკა ხაზარაძე რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეს ნიკა მელიას შეხვდება. 

ხაზარაძის თქმით, შეხვედის თემა 20 ივნისის საგამოძიებო კომისიის შექმნა და ევროკავშირის მიერ შეთავაზებული გირაო იქნება.

"საკითხი, რომელიც ეხება საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნას, თქვენ იცით, რომ 50 დეპუტატი სჭირდება ამ საქმეს. "ლელოს" პოზიციაა, რომ 20 ივნისის ყველა თემა უნდა იქნას საზოგადოებისთვის ცნობილი - ვესაუბრები ამ საკითხთან დაკავშირებითაც და რა თქმა უნდა, უნდა ვესაუბრო ევროკავშირის გირაოზე, რომელიც არის შანსი და მისი გამოყენება არის "ქართული ოცნებისთვის" გალაწუნება, იმიტომ რომ მსგავსი გარანტიები სხვა ქვეყნებში არ გაიცემა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროკავშირი დანაშაულისთვის გარანტიებს არ გასცემს. ვისურვებდი, რომ ნიკა მელია აღდგომას შეხვდეს სახლში, ეს იქნება ჩემი ადამიანური სურვილი", - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.