შემთხვევა

ლილოს დასახლებაში ბინაში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა

image
  • Broadcaster company Mtavari TV
  • 71
  • 2 კვირის წინ

ლილოს დასახლებაში, ბინაში აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. 

წინასწარი ინფორმაციით, თენგიზ სტურუას ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში გაზი აფეთქდა. დაღუპულია შუახნის ქალი, რომელმაც აფეთქების შედეგად მძიმე დაზიანებები მიიღო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

აფეთქების დროს ის სახლში მარტო იმყოფებოდა.

აფეთქება რვასართულიანი სახლის მეოთხე სართულზე მოხდა. მაშველებმა სადარბაზოში მცხოვრები მოქალაქეების ევაკუაცია მოახდინეს.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური.