სპორტი

ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია

image
  • Facebook
  • 64
  • 5 დღის წინ

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ლაშა შავდათუაშვილი (73კგ) მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ფინალში მან შვედი ტომი მაციასი დამატებით დროში გაფრთხილებებით დაამარცხა.

ქართული ძიუდოს ისტორიაში იგი პირველი ძიუდოისტია, რომელიც ფლობს, როგორც მსოფლიოს ჩემპიონის, ისე ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონის ტიტულს.

ტურნირზე ხვალ საქართველოსთვის მედლების მოპოვებას ტატო გრიგალაშვილი (81კგ) და ლუკა მაისურაძე (81კგ) შეეცდებიან.