Covid-19

კორონავირუსი "ქართული ოცნების" კიდევ ორ დეპუტატს დაუდასტურდა

image
  • Google
  • 76
  • 2 კვირის წინ

კორონავირუსი პარლამენტის კიდევ ორ წევრს დაუდასტურდა. არსებული ინფორმაციით, „კოვიდ-19“ დაუდასტურდათ ირაკლი ზარქუასა და ირაკლი მეძმარიაშვილს.

გუშინ ვირუსი მამუკა მდინარაძეს, ბექა დავითულიანს და მაია მენაღარიშვილს დაუდასტურდათ. ინფიცირებულია პარლამენტის აპარატის ოთხი თანამშრომელიც.

შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, საკანონმდებლო ორგანოში დღეს სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.