Covid-19

კორონავირუსის 821 ახალი შემთხვევიდან 439 თბილისში გამოვლინდა

image
  • Google
  • 27
  • 3 დღის წინ

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 821 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 439 შემთხვევა, აჭარა - 71, იმერეთი - 86, ქვემო ქართლი - 66, შიდა ქართლი - 22, გურია - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 60, კახეთი - 31, მცხეთა-მთიანეთი - 15, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 346 საიდანაც 3 210 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  1 794, აჭარაში - 313, იმერეთში - 417.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 708 პირი, მათ შორის, თბილისში - 326, აჭარაში - 88, იმერეთში -140. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 199 პირი, მათგან თბილისში - 132, აჭარაში - 11, იმერეთში - 11.

635 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 383 - თბილისში, 224- აჭარაში.

6 501 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 34 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 34, ხოლო აჭარაში - 0.

სულ  6 ოქტომბრიდან - 8 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 835 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 15 234 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 021, პირი, აჭარაში - 1 998, იმერეთში - 1 098.