Covid-19

კორონავირუსის 705 ახალი შემთხვევიდან 380 თბილისში გამოვლინდა

image
  • Google
  • 63
  • 2 დღის წინ

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 705 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 380 შემთხვევა, აჭარა - 39, იმერეთი - 59, ქვემო ქართლი - 55, შიდა ქართლი - 16, გურია - 18, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 78, კახეთი - 41, მცხეთა-მთიანეთი - 11, სამცხე-ჯავახეთი - 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 909 საიდანაც: 3 230 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  1 820, აჭარაში - 305, იმერეთში - 411. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 689 პირი, მათ შორის, თბილისში - 304, აჭარაში - 86, იმერეთში -146. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 193 პირი, მათგან თბილისში - 125, აჭარაში - 8, იმერეთში - 13. 594 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 339 - თბილისში, 224- აჭარაში. 6 085 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 0.

სულ  6 ოქტომბრიდან - 9 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 838 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 924 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 722, პირი, აჭარაში - 1 987, იმერეთში - 1 098.