Covid-19

კორონავირუსის 695 ახალი შემთხვევიდან 389 თბილისში გამოვლინდა

image
  • Google
  • 61
  • 1 დღის წინ

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 695 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 389 შემთხვევა, აჭარა - 47, იმერეთი - 55, ქვემო ქართლი - 64, შიდა ქართლი - 26, გურია - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 46, კახეთი - 32, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 791 საიდანაც: 3 175 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -  1 801, აჭარაში - 302, იმერეთში - 392. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 688 პირი, მათ შორის, თბილისში - 309, აჭარაში - 79, იმერეთში -142. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 188 პირი, მათგან თბილისში - 116, აჭარაში - 13, იმერეთში - 13. 595 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 339 - თბილისში, 224- აჭარაში. 6 021 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 38 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 38, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 6 ოქტომბრიდან - 10 ივნისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 24 841 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 144 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 6 088, პირი, აჭარაში - 1 729, იმერეთში - 1 053.