Covid-19

კორონავირუსის 549 ახალი შემთხვევიდან 300 თბილისში გამოვლინდა

image
  • Google
  • 113
  • 1 თვის წინ

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 549 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 300 შემთხვევა, აჭარა – 77, იმერეთი – 43, ქვემო ქართლი – 22, შიდა ქართლი – 9, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 45, კახეთი – 16, მცხეთა-მთიანეთი – 11, სამცხე-ჯავახეთი – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 709, საიდანაც: 4 481 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 562, აჭარაში – 490, იმერეთში – 494. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 924 პირი, მათ შორის, თბილისში – 474, აჭარაში – 87, იმერეთში -131. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 197 პირი, მათგან თბილისში – 135, აჭარაში – 9, იმერეთში – 16. 784 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 405 – თბილისში, 352 – აჭარაში. 10 444 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 61, ხოლო აჭარაში – 7.

სულ 6 ოქტომბრიდან – 9 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 625 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 30 655 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 23 162 პირი, აჭარაში – 1 816, იმერეთში – 1 256