Covid-19

კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევიდან 226 თბილისში გამოვლინდა

image
  • Google
  • 55
  • 2 თვის წინ

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 544 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 226 შემთხვევა, აჭარა - 29, იმერეთი - 78, ქვემო ქართლი - 23, შიდა ქართლი - 43, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 57, კახეთი - 38, მცხეთა-მთიანეთი - 6, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 879, საიდანაც: 2 094 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -    953, აჭარაში - 171, იმერეთში - 464. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 471 პირი, მათ შორის, თბილისში - 198, აჭარაში - 49, იმერეთში - 116. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 133 პირი, მათგან თბილისში - 96, აჭარაში- 6, იმერეთში - 18. 316 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 153 - თბილისში, 152 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 469 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 421 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 213, ხოლო აჭარაში - 110.

სულ  6 ოქტომბრიდან - 9 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 715 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12 884 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 7 539 პირი, აჭარაში - 684, იმერეთში - 1 410", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.