Covid-19

კორონავირუსის 1 547 ახალი შემთხვევიდან 907 თბილისში გამოვლინდა

image
  • Google
  • 119
  • 1 თვის წინ

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1 547 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 907 შემთხვევა, აჭარა – 141, იმერეთი – 115, ქვემო ქართლი – 77, შიდა ქართლი – 43, გურია – 33, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 117, კახეთი – 52, მცხეთა-მთიანეთი – 46, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – სამი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 16 188, საიდანაც 4 354 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 504, აჭარაში – 521, იმერეთში – 428.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 917 პირი, მათ შორის, თბილისში – 481, აჭარაში – 83, იმერეთში -114. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 180 პირი, მათგან თბილისში – 118, აჭარაში – 10, იმერეთში – 12.

759 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 423 – თბილისში, 331 – აჭარაში.

11 075 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 69 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 61, ხოლო აჭარაში – შვიდი.

სულ 6 ოქტომბრიდან – 6 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 612 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 35 553 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 27 134 პირი, აჭარაში – 2 283, იმერეთში – 1 127.